ირაკლი ღარიბაშვილი მინდია ჯანელიძეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნებას სთავაზობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლებულ მინდია ჯანელიძეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნებას სთავაზობს.
რაც შეეხება აღნიშნული საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელს დავით სუჯაშვილს, როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.
“მინდა, მინდია ჯანელიძეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავცდაცვის სამინისტროში მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის. ის არის ნამდვილად მაღალი დონის პროფესიონალი, ღირსეული პატრიოტი და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მოქალაქე. მე ბატონ მინდიას უკვე შევთავაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება. მოგეხსენებათ, რომ ეს საბჭო გახლავთ პრემიერთან არსებული ორგანო, რომელიც მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეს საბჭო უნდა ჩაიბაროს იმ ადამიანმა, რომელმაც ეს სფერო კარგად იცის. დავით სუჯაშვილი კი, რომელიც დღემდე იყო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დაუბრუნდება თავის ძირითად საქმიანობას, ანუ გააგრძელებს მოღვაწეობას დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რა იყო ჯანელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, პასუხი არ გასცა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი 11:00 საათზე განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიათურქეთში ნაღდი ფულის შეტანა ყოველგვარი დეკლარაციისა და შეზღუდვის გარეშე დაკანონდა