ირაკლი ღარიბაშვილი – მზად ვართ, ვაჩვენოთ არსებითი წინსვლა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების გზაზე

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტს და მზად ვართ, ვაჩვენოთ არსებითი წინსვლა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ამბიციაა, იქცეს წარმატების მაგალითად რეგიონში და ცხადყოს ევროინტეგრაციის გარდამქმნელი ძალა. “ასოცირების ხელშეკრულება არ არის საბოლოო მიზანი ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან – ის მხოლოდ გზას უხსნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. საქართველოს მთავრობა კონცენტრირებულია ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპული დღის წესრიგის სარგებლის ცხადყოფაზე”, – განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია დადებითად შეაფასებს საქართველოს წარმატებებს და გასცემს რეკომენდაციას მისი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა, ასევე, შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისის გამო.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო იყო და არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე – აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი ყოფილა
შემდეგი სტატია„შეიძლება 2-3 კვირაში ვიხილოთ ისიც, რომ გიგი უგულავა გამოუშვან ციხიდან“