ირაკლი ღარიბაშვილი: მამა ილიამ სამაგალითო გმირობა გვაჩვენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური დილით სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდა , სადაც არქიმანდრიტია დასვენებული.
“მინდა მივუსამძიმრო მამა ილია კარტოზიას ოჯახს, მის ახლობლებს, მრევლს, ჩვენს ეკლესიას, მოსახლეობას. მამა ილიამ მართლაც სამაგალითო გმირობა გვაჩვენა. ეს დასაფასებელია და ჩვენი ვალია, რომ მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთაში ჟურნალისტებს.
მამა ილია კარტოზიას სვეტიცხოვლის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მცხეთაში მდებარე დავით აღმაშენებლის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. მამა ილია კარტოზია აღნიშნული ტაძრის წინამძღვარი იყო. ამ წუთებში სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიზე” ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

banner
წინა სტატიაშიმარიკა სანოძე ცნობილი მევახშეა, რომელსაც დავით საგანელიძე მფარველობს
შემდეგი სტატიარუსეთმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გააგზავნა