ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს ხვდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, მთავრობისთვის მთავარია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს.
“სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. მინდა, მოვისმინო თქვენი შეხედულებები და მზად ვარ, ამ დიალოგში ჩავერთო”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინიციატივით იმართება, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ პრემიერთან სასამართლო სისტემაში წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარი სურს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა პრემიერს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

banner
წინა სტატიაშიBiletebi.ge-ი UEFA-სგან ჯარიმებს ელოდება
შემდეგი სტატიათინა ბურჯალიანი: წინა ხელისუფლებამ საქმე მოიგო, სამწუხაროდ ეს ხელისუფლება აღსრულებას ვერ ახერხებს