ირაკლი ღარიბაშვილი: იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება

პრაქტიკულად, ყველა ვალდებულება შევასრულეთ და იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება. მთელი მთავრობა არის მოტივირებული, რომ პირნათლად შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ნაკისრი გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ბატონ ტუსკს მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების გეგმის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს, არავითარი ჩამორჩენა არ გაქვვს. DCFTA-ს ფარგლებშიც მივყვებით მოცემულ გეგმას. ასევე, წინ მივდივართ VLAP-ის ნაწილში. პრაქტიკულად, ყველა ის ვალდებულება შევასრულეთ, რომელიც ვიკისრეთ და ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშილელა წურწუმიას პირველი კომენტარი „ინსტაგრამში”
შემდეგი სტატია“ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ” – პრემიერი ე.წ. საზღვრის შესახებ დონალდ ტუსკს ესაუბრა