ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ტარიფი აიწევს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდირება აუცილებლად იქნება

სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდია მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეხებათ. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ ტვირთი შეუმსუბუქოს.
“ვიცით, რომ დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო განიხილავს სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხს. გვესმის, რომ ეს გამოწვეულია იმ რეალობით, რომელიც რეგიონშია შექმნილი და მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც. თუ ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ანუ მათვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ ვართ სოციალურად ორიენტირებული ხელისუფლება და ეს საქმით დავამტკიცეთ – 3 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობის სოციალურად დაცვისთვის გავაკეთეთ და ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს”‘, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს სავარაუდოდ, ორშაბათს დაასახელებს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული