ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო დახმარება და მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოსთვის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიპლომატიის გამარჯვება უწოდა იმას, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას მხარი ბევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.

„თქვენ ნახეთ, რომ გუშინ გაერო-ს 69-ე სესიაზე მხარდამჭერების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხს მხარი 75-მა სახელმწიფომ დაუჭირა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო დახამრება და მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არის ქართული დიპლომატიის გამარჯვებაც იმიტომ, რომ ძალიან კარგად იმუშავა საგარეო უწყებამ, რომ დაგვერწმუნებინა ის სკეპტიკური სახელმწიფოები, რომლებიც ამ რეზოლუციას ადრე მხარს არ უჭერდნენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სწორი მიმართულება, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ვმუშაობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 3 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე მიიღეს რეზოლუცია „აფხაზეთიდან საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ“. ამ რეზოლუციის მიმართ, მხარდამჭრთა რიცხვი წელს 6 სახელმწიფოთი გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: პირველ ეტაპზე ქონება დაუბრუნდება მათ, ვისი ქონებაც სახელმწიფოს ხელშია
შემდეგი სტატია„მოგების გადასახადის რეფორმირება და მისი ესტონურ მოდელზე გადაყვანის განხილვა მიმდინარეობს“