ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

3178257333პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე რუსთაველის გამზირიდან მიულოცა, სადაც სამინისტროების მიერ განლაგებულ სტენდებსა და გამოფენილ პროდუქციას გაეცნო.

პრემიერმა დამოუკიდებლობის დღე პირველ რიგში ჟურნალისტებს მიულოცა.

„მე მინდა პირველ რიგში ჟურნალისტებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გისურვოთ მეტი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და გაძლიერება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის. ყველა მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის ძალიან დიდი სახალხო დღესასწაული და ყველას გვიხარია“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ როგორ მოეწონა რუსთაველზე გამოფენილი პროდუქცია, პრემიერმა აღნიშნა, რომ “ყველაფერი ძალიან მაგარი იყო”.

banner
წინა სტატიაში,,ზეწოლა არა ქვეწოლა… ფული მეგობრებო ფული!,,
შემდეგი სტატიალიტვის ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნავს