ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ თამარ ხიდაშელი საგარეჯოს რაიონში გაიმარჯვებს

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

ეს არჩევანი მოწმობს იმას, თუ როგორ მნიშვნელობას ვანიჭებთ კვალიფიციური და პროგრესულად მოაზროვნე ქალების პოლიტიკაში ჩაბმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საგარეჯოში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი იქნება.
“მინდა აღვნიშნო, რომ ეს არჩევანი მოწმობს იმას, როგორ მნიშვნელობას ვანიჭებთ კვალიფიციური და პროგრესულად მოაზროვნე ქალების პოლიტიკაში ჩაბმას. თამარ ხიდაშელს ბევრი იცნობს, ის გახლავთ იურისტი მას აქვს განათლება მიღებული დიდ ბრიტანეთში, ასევე აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ამჟამად მუშაობს ევროკავშირის პროექტში და არის ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით არაერთი კვლევის, მონიტორინგის და ანგარიშის ავტორი. მას აქვს დიდი შრომა გაწეული იმისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში სათანადო მნიშვნელობა შეეძინა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. მას ჰქონდა პრინციპული პოზიცია არჩევნების დროს, როდესაც თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის დევნიდნენ ჩვენს მოქალაქეებს. მინდა ვუსურვო ქალბატონ თამარს წარამტება და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მიაღწევს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად სოსო დანელია წარადგინეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ სოსო დანელია თავის მშობლიურ მარტვილში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს