ირაკლი ღარიბაშვილი – დადიანების სასახლე ქართული კულტურის შედევრია და ჩვენი ვალია, ის მომავალ თაობას შემოვუნახოთ

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

 

დადიანების სასახლე ქართული კულტურის უნიკალური შედევრია და ჩვენი ვალია, ის მომავალ თაობას შემოვუნახოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დედოფლისეული სასახლის კვლევისა და რესტავრაციის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ უკვე გამოყოფილია თანხა დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის, ნიკოს სასახლის აღსადგენად. ასევე, დასრულებულია ბოტანიკური ბაღის პროექტირება და შესაბამისად, მისი რეაბილიტაციაც განხორციელდება.

“დადიანების სასახლე თითოეული ქართველისთვის საამაყო ადგილია, ეს არის ქართული კულტურის შედევრი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, ვინ არიან ჩვენი დიდი წინაპრები, როგორ სახელმწიფოს აშენებდნენ ისინი და როგორი ქვეყანა დაგვიტოვეს. ჩვენი ვალია, ეს უნიკალური სამუზეუმო კომპლექსი შემოვუნახოთ მომავალ თაობას, აღვადგინოთ და მოვუაროთ. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, ამ პროექტში მონაწილეობა დიდი პატივია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც ცივილიზაციის თვალსაჩინო მაგალითია, უნიკალური ადგილი იქნება არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელებისთვის, რომლებიც უშუალოდ გაეცნობიან, როგორ საქართველოს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მინდია ჯანელიძე ან ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია,,ის საქართველო მენატრება,,