ირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმს და ზოგადად აჭარის რეგიონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი

შავი ზღვისპირა ქალაქს კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. რამდენიმეწლიანი მშენებლობის პროცესი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სასტუმრო Hilton-ი გახსნა.

გახსნის ცერემონიალს საქართველოს ცენტრალური მთავრობის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ ბიზნესმენებიც.

“ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ეს დღე. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ბათუმში 5 ვარსკვლავიანი თანამედროვე სასტუმროს გახსნას. ნდობა და ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება. ეს პროექტი ძალიან წარმატებულია. ჯამში ამ პროექტში 130 მილიონ დოლარი ჩაიდო. მადლობას ვუხდით ინვესტორებს, ამ პროექტის ავტორებს. ბათუმს და ზოგადად აჭარის რეგიონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. წლის განმავლობაში ბათუმში დადგეგმილია კიდევ რამდენიმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაზაგაშვილის ახლობლები და ბრალდებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაგურჯაანში ნაცემი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა