ირაკლი ღარიბაშვილი: არ შემიძლია ამის კომენტირება, ეს სასაცილოა

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული გამოცემა Die Welt-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაზე გავლენის შესახებ დასმულ კითხვასაც პასუხობს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ახდენს გავლენას პოლიტიკაზე, ღარიბაშვილი პასუხობს: ”რას გულისხმობთ გავლენაში? ის არის დიდი ოჯახის, ქართული ოცნების კოალიციის დამფუძნებელი. მე დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ზოგჯერ ვიღებ რჩევებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ივანიშვილისგან. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, მე მასთან 10 წელი ვიმუშავე. ბუნებრივია, როცა მიმართავ კონსულტაციისთვის ისეთ ადამიანს, რომელსაც სწორი რჩევის მოცემა შეუძლია. მას კარგი რეპუტაცია აქვს, ის 20 წლის განმავლობაში უდიდესი მეცენატი იყო საქართველოში”.
ღარიბაშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს კონსულტაციებისთვის მიმართავს და მისგან რჩევებს ძირითადად სტრატეგიულ საკითხებზე იღებს, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება.
Die Welt-ის ჟურნალისტი საქართველოს პრემიერს კითხვას გასულ წელს მთავრობის რამდენიმე წევრის გადადგომაზეც უსვამს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია, რასაც ღარიბაშვილი შემდეგნაირად პასუხობს: “არ შემიძლია ამის კომენტირება, ეს სასაცილოა. ეს ბრალდება არის პოლიტიკური და არა ობიექტური. პირიქით, ჩვენ საქართველოში დემოკრატია გავაძლიერეთ”.
გერმანული გამოცემის ჟურნალისტი ღარიბაშვილს სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებაც ეკითხება. “მე არ ვარ მოსამართლე და არ შემიძლია ეს გადავწყვიტო. ჩვენი მთავრობის მიზანია, გაარღვიოს დაუსჯელობის მანკიერი წრე. როდესაც შს მინისტრი ვიყავი, ჩემი პირველი მოადგილის დაპატიმრებას დავეთანხმე, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ვინც დანაშაულს სჩადის, პასუხი უნდა აგოს”, – აცხადებს პრემიერი.
ამასთან, გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სურს, თავისი ქვეყანა ევროპის მიმართულებით წაიყვანოს. “ამისთვის მან თვით ძველი მეგობარიც დააჭერინა. მაგრამ უკრაინის კრიზისი ბლოკავს მის გეგმებს”, – წერს Die Welt, რომელიც ღარიბაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი ზუგდიდში დევნილებს შეხვდა
შემდეგი სტატიადღეში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით – დევნილი ქალბატონი აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე