ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გაგრძელდება

იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლების პერიოდში უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ უკვე რამდენიმე თვის წინ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მანამდე არ შეჩერებულა. ჩვენ ძალიან რთული სამუშაოს ჩატარება მოგვიწია, ვინაიდან 9 წლის განმავლობაში ათასობით ფაქტი იყო დაფიქსირებული, იქნება ეს ბიზნესის, სახლების, ავტომანქანების ჩამორთმევის და ა.შ. ამას სჭირდებოდა დახარისხება, სისტემატიზაცია. თითოეულ დოკუმენტს, ათასობით დოკუმენტს სჭირდებოდა შესწავლა, დახარისხება, ასევე იმის გამოვლენა თუ რამდენად სამართლიანი იყო მოქალაქის ესა თუ ის მოთხოვნა. ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო რომ სახელმწიფო ამა თუ იმ შემთხვევაში იყო მართალი, ამას სჭირდებოდა დადგენა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეს პროცესი დაიწყო, პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც კონცენტრირებულად ასეთ საქმეებზე მუშაობს.
“დღეს დავამტკიცეთ რომ რამდენიმე ავტომანქანას ვუბრუნებთ მანდილოსნებს, რომლებსაც ავტომობილები ჩამოართვეს. ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება. ჩვენ მაქსიმალურად გონივრულად უნდა შევისწავლოთ თითოეული საკითხი. არ შეიძლება ერთიანი მიდგომა გავავრცელოთ ყველაზე, ამას სჭირდება ინდივიდუალურ რეჟიმში გავლა, ინდივიდუალურ დონეზე უნდა იქნას შესწავლილი თითოეული საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, რომ სახელმწიფომ დააფიქსირა ნება რომ სურს ამ პრობლემის გადაჭრა.
“მექანიზმებზე მუშაობა მიმდინაროებს. გუშინ რაც მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან ეს ნაწილია იმ მექანიზმებისა, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ უკანონოდ, იძულების წესით ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნება, ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება და დასრულდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება და ამის დასრულებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი შიშობს, რომ მთის კანონპროექტის განხილვას პარლამენტში სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდება
შემდეგი სტატიაბლატერს ბრალდებების ზვავი ელოდება