“ირაკლი ფირცხალავა მემუქრებოდა,” – თეა წულუკიანი

“ირაკლი ფირცხალავა მემუქრებოდა,”- ეს განცხადება იუსიტიიც მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, ფირცხალავა მას მაშინ დაემუქრა, როდესაც თბილისში “სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი” გაიხნა.

“ირაკლი ფირცხალავას ეს დაფა არ მოსწონდა და მემუქრებოდა კიდეც. მინდა, გითხრათ, რომ ეს დაფა აუცილებლად დარჩება და იქნება იქ, სადაც არის,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღესვე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 11 პირს პატიმრობა მიუსაჯა.

“ისეთი ადამიანის და ბრალდებულის გარეთ ყოფნა, როგორიც არის ირაკლი ფირცხალავა, დაუშვებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მივესალმები მოსამართლის გადაწყვეტილებას. ეს მარტო მას არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვინც საპატიმროში გამწესდა,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მუფტი პუტინს სკოლებში თავსაბურავიანი გოგონების დაშვებას თხოვს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის დაპატიმრებას ითხოვს