ირაკლი ტაბლიაშვილი:პასუხისმგებელი რევოლუციებზე არის ხელისუფლება, რადგან მისი ქმედებით ხდება ინსპირაცია

ირაკლი ტაბლიაშვილი–

რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევას და საქართველოში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ეხმიანებაჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ფეისბუქში წერს: იმისათვის, რომ რევოლუცია არ მოხდეს, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს საამისო არანაირი მიზეზი.

“დამიჯერეთ!

ღიად ვიტყვი ერთ სიტყვას – რევოლუცია!.. დიახ, სწორედ რევოლუცია ან რევოლუციის მცდელობა, ამ ქვეყანას არ, ვიმეორებ – არ წაადგება!!!

იმისათვის, რომ რევოლუცია არ მოხდეს, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს საამისო არანაირი მიზეზი.

თუ რომელიმე კონკრეტულ არხს (რომელიც ატარებს ეგზიტპოლებს) ექმნება საფრთხე და ეს კი შეფასებულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად, რევოლუციის ალბათობა იზრდება!

პასუხისმგებელი რევოლუციებზე არის ხელისუფლება, რადგან მისი ქმედებით ხდება ინსპირაცია.

ასე იყო 2003 წელს აქ – საქართველოში, ასე იყო 2004 წელს იქ – უკრაინაში და ასე იყო 2013 წელსაც, იმავე უკრაინაში.

ამ უკანასკნელ ამბებში უკრაინამ დიდი საფასური გადაიხადა – სწორედ იანუკოვიჩის გაჯიქურებამ განაპირობა სისხლის ღვრა.

რუსეთმა კი, კიევის დათმობის შემდეგ, გააფთრებული იერიში მიიტანა სხვაგან – ყირიმში და თითქმის დაანგრია უკრაინა!!!

(შევარდნაძის და კუჩმას ჭკვიანურმა ქმედებებმა – დროულად დათმობამ, რუსეთს გეგმები ჩაუშალა შესაბამისად 2003 და 2004 წლებში).

კვლავ ვიმეორებ – რევოლუციის მცდელობაც კი, ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, მით უფრო იმიტომ, რომ არ ვიცით, ვის მიჰბაძავს ხელისუფალი – ხსენებულ შევარდნაძეს თუ ხსენებულ იანუკოვიჩს?!

რევოლუცია!!! არ მინდოდა ამ სიტყვის ხსენება…

ხოლო კითხვას, ვინ შეიძლება მოაწყოს ეს რევოლუცია ან ვის შეიძლება ჰქონდეს ამის მცდელობა, ასევე ღიად ვპასუხობ – საზოგადოებამ, თუნდაც მისმა რაოდენობრივად მცირე, მაგრამ საკმარისმა ნაწილმა, აქტიურმა ნაწილმა… ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს აქ… და 2004 და 2013 წლებში იქ – უკრაინაში.

(ხოლო პროცესით კვლავ ისარგებლებს რომელიმე პოლიტ.ჯგუფი და ეს ბუნებრივიცაა… ასე იყო და ასე უნდა იყოს კიდეც).

რევოლუცია!
რატომ უბიძგებთ ამისაკენ საზოგადოებას?.. მის თუნდაც ნაწილს?.. თუნდაც თქვენთვის საძულველი პარტიის მომხრეებს, მაგრამ თქვენივე თანამემამულეებს?

რ2-ის შეჩერების მცდელობა ერთ-ერთი უგუნური ქმედებაა, რომელიც კი ჩაგიდენიათ.

ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა რომ კრიტიკულია, ამის მიზეზი ნაც მოძრაობის სიყვარული კი არა, თქვენივე არამართლზომიერი ქმედებებია… თუ არ მისცემთ საბაბს, ვერავინ დაამტკიცებს, რომ საგარეო პოლიტიკა ცუდი გაქვთ, საშინაო პოლიტიკაში მძვინვარებს ნეპოტიზმი… არ ტარდება რეფორმები… დევალვირდება ლარი… სოციალურ შეჭირვებაზე საუბრობენ მოქალაქეები და ა.შ.
ამას ვერავინ დაამტკიცებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხსენებული პარტია და მისი ლიდრები შეკვრა-შეკვრით (მეჭიაური იტყოდა ასე – პაჩკა-პაჩკა) უჯიბავს რ2-ის თანამშრომლებს თანხებს…(რაც, ცხადია, ასე არც არის, მაგრამ, შესაძლოა, კოლექტიურ თოფაძეს ასე ჰგონია). ურეიტინგო იქნებოდა ეს არხი თუნდაც გამძაფრებულად, მაგრამ ტყუილებს რომ უამბობდეს საზოგადოებას.

უნდა გაიგოთ, მედიის ფუნქცია არ შეიძლება იყოს ქება ან შექება… შესაძლოა, რომელიმე დარგში მართლაც გაქვთ პროგრესი, მაგრამ ვერ ასახავს ამ პროგრესს მედია და არც უნდა ასახოს (ხოლო თუ ასახა, უმადლოდეთ მხოლოდ თქვენ პრ სამსახურებს).

რევოლუცია!!!

ვიმეორებ – არ მინდა, რომ თუნდაც მისი მცდელობა იყოს, მაგრამ …
ზემოთ ეგზიტპოლები ვახსენეთ… მეტი ეგზიტპოლი და მათი შედეგების დამთხვევა ცესკოს მონაცემებთან, არის დემოკრატია… შესაბამისად, ნაკლები ეგზიტპოლი ან საერთოდ უ-ეგზიტპოლობა არის არადემოკრატია…

ხალვაშის დამოუკიდებლად აცუნდრუკება-აცეკვებისა ისედაც არავის სჯერა და, ზედ დართული ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება, დღეს, 2 ოქტომბერს, ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს ნაკლები დემოკრატია ვიდრე გვქონდა 3 დღის წინ.

არ ვარ მე თქვენი მომხრე, მაგრამ არც ერთ თქვენ მომხრეზე ნაკლებ ჩაანალიზებასაც არ ვაკეთებ, მერწმუნეთ.

არ გეუბნებიან თქვენი მომხრეები ამ სიმართლეს… სხვაგვარ სცენარს გიხატავენ. ცდებიან… გაცურებენ… გაბოლებენ… ვერ ჭვრეტენ…

არ მინდა მე რევოლუცია…
ვეღარ გააკონტროლებთ პროცესებს… დამიჯერეთ!” – წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.

banner
წინა სტატიაში„სამარის ქვაზე ოქროს ასოებით წარწერისთვის შესაწირი“- „რუსთავი 2“-ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: ვისაც გიხარიათ-ნუ გიხარიათ მედიაში მიმდინარე პროცესები