ირაკლი სესიაშვილი: ვულოცავ მთავრობას და ჩვენს საზოგადოებას

რიგის სამიტის მოლოდინებზე კომენტარები კეთდება საქართველოს ხელისუფლებაში. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადეგენლი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას წარმატებას რიგის სამიტის დეკლარაციის გამოქვეყნებამდე ულოცავს.

“იქნება ფინანსური დახმარება, უვიზო რეჟიმის მოლოდინი და კონკრეტული თარიღები იქნება გაწერილი. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ვულოცავ მთავრობას და ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა არის შეუქცევადი,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარა წერია რიგის სამიტის საბოლოო დოკუმენტის წინასწარ ვარიანტში?