ირაკლი ოქრუაშვილი პარტიის ყოფილი ოფისის დაბრუნებას ითხოვს

ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში, სანაპიროზე მდებარე პარტიის ყოფილი ოფისის დაბრუნებას ითხოვს. როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენობაში იმყოფებოდა, სადაც წლების წინ სწორედ პარტია “ერთიანი საქართველოსთვის” იყო განთავსებული. პარტიას ოფისი 2007 წელს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ დაატოვებინეს.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე მოლაპარაკებებს მართავს.
კულტურის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკავებული შენობის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემის საკითზე ოფიციალური კომენტარი უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ამასთან, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელდა ინფორმაცია სასამართლოს მიერ აღნიშნულ შენობაზე ირაკლი ოქრუაშვილის მესაკუთრის უფლების აღდგენის შესახებ.
კერძოდ, იურისტ ლევან ალაფიშვილის ინფორმაციით, 2013 წლის ბოლოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისთვის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ. ასევე გამოქვეყნებულია დოკუმენტი, რომელშიც საკუთრების უფლება შენობაზე, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, 10 პირს აქვს აღდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ შენობა უნდა დატოვოს.

შენობაში, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა განთავსებული, წლების წინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას – “ერთიანი საქართველოსთვის” ეკუთვნოდა. პარტიას ოფისი 2007 წელს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ დაატოვებინეს.

banner
წინა სტატიაში,,ბანკომატებიდან ისრაელშიც გაჭირდა ფულის გამოტანა,, (VIDEO)
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელისთვის გოგი ქავთარაძის აზრი მიუღებელია