ირაკლი კორძაია – მომხდარი ბესო ხარძიანის ერთადერთ მტერს, გიორგი უდესიანს უკავშირდება

ბესო ხარძიანის მეგობრის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, მომხდარი უკავშირდება ბესო ხარძიანის ერთადერთ მტერს, გიორგი უდესიანს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ წითელ ცირკულარში ჩაესვა და უდესიანზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო.
“პირდაპირი გაგებით, მისი ბანდები თბილისში დღესაც დათარეშობენ. ამის შესახებ იციან ძალოვანებმა, ადამიანები, რომლებიც ახლაც მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აკეთებენ “ნაციონალური მოძრაობის” და წინა ხელისუფლების დამნაშავე ადამიანების საქმეებს. მფარველობენ, თვალებს ხუჭავენ, ხელს უწყობენ მათ”, – აღნიშნა ირაკლი კორძაიამ.
მისივე თქმით, ბესო ხარძიანის მეგობრები ითხოვენ, დააკავონ გიორგი უდესიანი, დაიწყოს მასზე სისხლის სამართლის დევნა და ჩამოიყვანონ საქართველოში.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კომპლექს “კუს ტბის” მეპატრონე იყო. იგი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა.
ბესიკ ხარძიანის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია უდესიანმა “კუს ტბის” წილში შესვლა მოსთხოვა და უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.
ბესიკ ხარძიანმა “კუს ტბის” ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიანარიყალას ციხე-სიმაგრე, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება