ირაკლი კობახიძე პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა

ირაკლი კობახიძე პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ კახა კალაძემ გააკეთა.

გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ კი პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე დავამტკიცეთ აღმასრულებელ მდივნად, “- განაცხადა კახა კალაძემ.  ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ კობახიძე გუნდს და პარტიას გააძლიერებს.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ პარტია გაძლიერდეს, შესამუშავებელია სამოქმედო გეგმა. პარტია მუდმივად მზადების რეჟიმშია არჩევნებისთვის თუმცა გარდა ამისა კიდევ ბევრი რამ არის პარტიის გასაძლიერებლად საჭირო,”- განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ

banner
წინა სტატიაში“ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევის წინაშეა,”- გიორგი ქადაგიძე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ვახტანგ გომელაური ღირსეული, პატიოსანი პიროვნება და მაღალი დონის პროფესიონალია