ირაკლი კობახიძეს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე უახლოეს დღეებში დანიშნავენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე პრემიერის დავოსიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ დაინიშნება. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოსვლის შემდეგ არის დანიშნული პარტიის პოლიტ საბჭოს სხდომაც, სადაც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.

კობახიძე ამ თანამდებობაზე ზვიად ჯანყარაშვილს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ გუნდის შიგნით ყველა საკითხზე აზრთა თანხვედრაა და არანაირი პრობლემები არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა: ამერიკა კვლავაც ძლიერია
შემდეგი სტატიავაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი პროკურატურაში მივიდნენ