ირაკლი კაკაბაძე მთავრობის დამხობას ითხოვს

kakabaze-dolidzeსაპროტესტო აქციების ორგანიზატორობით საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც ამჟამინდელი თავდაცის მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის ყოფილი მეუღლეა (მათ საერთო შვილიც ყავთ), ,,ფეისბუქით,, რამდენიმე პოსტს აქვეყნებს, სადაც არსებული ხელისუფლების დამხობას ითხოვს…
პოსტი 1: ,,აჯანყების მანიფესტი!
ვგეგმავთ ღარიბაშვილის დამპალი მთავრობის დამხობას. რადგანაც ამ მთავრობამ არც ერთი პირობა არ შეუსრულა ამომრჩეველს. რადგან ამ მთავრობამ არ დაგვანახა სამართალი. იმის მაგივრად რომ სამართალი მოეტანა, აქეთ დახოცეს ხალხი – უმოწყალოდ მოკლეს იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი, ეროსი კიწმარიშვილი, და სხვები. რადგანაც ამ მთავრობამ გააგრძელა წინა მთავრობის მიერ დაწყებული ხალხის ძარცვის პოლიტიკა. რადგან ეს მთავრობა ღარიბს ართმევს და მდიდარს აძლევს. რადგან ეს მთავრობა არ ასწავლის არაძალადობას სკოლებში და ამით ძალადობას ამკვიდრებს. რადგან ეს მთავრობა ნეოლიბერალი ბანდიტების მთავრობაა, რომლებიც უბრალო ადამიანის ძარცვაზე აგებენ თავის ძალაუფლებას. რადგან ამ მთავრობამ დაივიწყა ქართული მრავალჟამიერის ტრადიცია და მხოლოდ მდიდარი უმცირესობის მსახურია და ღატაკი უმრავლესობა ყვავ-ყორნებს მიუგდო საჯიჯგნად. რადგან ამ მთავრობის პირობებში ნაცისტური დანაშაულებები მთლიანად რეაბილიტირებული იქნა. რადგან ეს მთავრობა არ ზრუნავს ადამიანის შრომის უფლების დაცვაზე – რადგან ეს მთავრობა ადამიანის სოციალურ უფლებას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებად. რადგან რეგვენი ღარიბაშვილის მთავრობა არანაირად არ წარამოადგენს ქართველ ხალხს – არც გულით და არც სულით – და მითუმეტეს ჯიბეები გამოტენილი აქვს მხოლოდ პრემიებით დარიგებული ფულით – ჩვენ ეს მთავრობა უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ საიქიოში. საქართველოში დრო მოვიდა პირდაპირი დემოკრატიის. დრო მოვიდა იმისა რომ ხალხმა ოირდაპირ მართოს – ეგრეთწოდებული ლიბერალური ინსტიტუტების გარეშე – რადგან ბოლო 23 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა -რომ მას მერე რაც ხალხის არჩეული ლიდერი ზვიად გამსახურდია დაამხო ქართულმა ვაი-ბურჟუაზიამ ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა ყველას დაავიწყდა. დღეს არის ერთეული მდიდარი ბანდიტების მმართველობა – ხალხის უმრავლესობა მონობაშია ან გარბის საქართველოდან. 1990 წლის აღწერით საქართველოში 5,5 მილიონი მოსახლე იყო – წლევანდელი აღწერის შედეგებით კი მხოლოდ 3,7 მილიონია დარჩენილი. ნეოლიბერალიზმმა მოაწყო ქართველი ერის და საქართველოს კანონიერი მოსახლეობის (მისი ყველა ეროვნული უმცირესობის) ფაქტობრივი გენოციდი. 2 მილიონამდე ადამიანის დაკარგვა ახალი პოლიტიკური სტრუქტურის პირობებში არის გენოციდის ტოლფასი. 1990 წლის მერე არ ჩატარებულა არც ერთი არჩევნები, რომლებიც არ გაყალბდა ‘ნეოლიბერალური ელიტის’ მიერ – ქვეყანას მართავენ ეს ბანდიტები – ზოგს სად აქვს თავისი სასახლე წამოჭიმული და ზოგს სად. მათ ხალხი სულ ფეხზე ჰკიდიათ. ნაცისტური რეჟიმის არჩევნებით გადაგდების შემდეგ ჩვენ ამ ეგრეთწოდებულ ‘ოცნებას’ 2 წლის პერიოდი მივეცით რომ სიტუაცია მოეწესრიგებინა და ხალხისთვის სამართლიანობის და სოციალური დემოკრატიის გრძნობა დაებრუნებინათ. ეს არ მოხდა. უფრო მეტიც – ეს ეგრეთწოდებული ‘ოცნება’ ხალხს საშიშ სიზმრად ექცა – სადაც ის ყოველ დღე შიმშილით კვდება სიღატაკეში და სადაც მას დროდადრო კლავენ.
ამიტომ ერთადერთი გზა არის აჯანყება ამ მოღალატე კაციჭამიების წინააღმდეგ. ეს მდიდარი ბანდიტები ვერ და არ უშველიან ქართველ ხალხს. ხალხმა თვითონ უნდა აიღოს ხელისუფლება საკუთარ ხელში.
დღეიდან იწყება აჯანყება – რომელიც ბოლოს მოუღებს ჩერჩეტი ღარიბაშვილის და მისი მარიონეტული ხელისუფლების ბატონობას და ხალხს დაუბრუნებს საქართველოს. იმ ქვეყანას, რომელიც მას 1992 წლის შეიარაღებული აჯანყებით წაართვეს.
ჩვენი პოზიტიური პროგრამაა:
1. სიყვარულის დოქტრინით ჩანაცვლდეს ეგოცენტრისტული და ბიოპოლიტიკის მონობაზე აგებული ნეოლიბერალური წყობა – სადაც ადამიანების არა ერთმანეთის ‘ატანა’ არამედ სიყვარულიც შეეძლებათ.
2. ცხოვრებაში დამკვიდრდეს მრავალჟამიერის ცხოვრების სტილი – რომ ცხოვრება ორი დაპირისპირებულის მუდმივი ბრძოლა კი არ არის არამედ მრავალი ფერის ჰარმონიული თანააღსებობაა.
3. და ჩვენ ვიღებთ პოსტ-ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიას – სოფლის მეურნეობას+ჰაიტექი – დეცენტრალიზაცია და ეკონომიკურ-სოციალური დემოკრატიზაცია.
4. არაკოლონიური და თავისუფალი აზროვნება – და ნამდვილად დამოუკიდებელი და კრეატიული მოქმედება – ელან ვიტალი – ვაჟა ფშაველას ცხოვრების პრინციპი ყოველ დღე.
5. უარის თქმა ‘სახელმწიფო ძალადობის მონოპოლიაზე’ – და საერთოდ ძალადობის კანონგარეშედ გამოცხადება – არაძალადობრივი კომუნიკაციების სწავლება.
6. პრეკარიატისთვის საკუთრების დაბრუნება – გაჭირვებული 80 პროცენტისათვის საკუთრების დაბრუნება-აღდგენა. მონოპოლიების დანგრევა ეკონომიკაში.
7. ერთხმიანი და იერარქიული სოციალური სტრუქტურებიდან მრავალხმიან და ჰორიზონტალურ სოციალურ წყობაზე გადასვლა – სადაც არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და სოციალური დემოკრატიაც იქნება ცხოვრების მთავარი პრინციპი და სადაც ყველაფერი ოლიგარქების ნება-სურვილზე არ იქნება დამოკიდებული,,
kakabadzeპოსტი-2: ,,კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჩერჩეტი და ხალხის გადამგდები ღარიბაშვილის ხელისუფლების დამხობა ყველა პატიოსანი ადამიანის ვალია და ვალ-დებულებაა. რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება ძალადობა – არანაირი ძალადობა. პირიქით, ჩვენ ჩერჩეტი ღარიბაშვილის დამხობისას უნდა დავამხოთ ხელისუფლების მონოპოლია ძალადობაზე და გამოვაცხადოთ საერთო-სახალხო არა-ძალადობა! ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა! დიახ, მოტყუებული და გაბრიყვებული ხალხი – ანუ ქართველი პრეკარიატი აჯანყდება – და ყოველგვარი ძალმომრეობის გარეშე დაამხობს ჩერჩეტი და ფშუტურა ღარიბაშვილის მთავრობას. უფრო მეტიც, ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ ღარიბაშვილი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გავუშვათ. ეს არის საქართველოს ყველა პატიოსანი მოქალაქის მოვალეობა. ჩვენთან არს ფიდელ კასტრო და ჩე გევარას უკვდავი სული! არანაირი ძალადობის მონოპოლია! გაუქმდეს ჩერჩეტი ღარიბაშვილი! გაუქმდეს ყველანაირი ჩერჩეტული ძალადობა – და საერთოდ გაუქმდეს ძალადობა, როგორც დიდი რობერტ ციმერმანი ამბობს! დიახ, მეგობრებო – გამოვიდეთ და დავამხოთ ჩერჩეტების ხელის-უფლება!,,

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა შემცირდა
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურმა 210 მლნ ლარის ფინანსური დარღვევები გამოავლინა