ირაკლი ალასანია ფრანგ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

alasania

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, პარტიის სახელით, ფრანგ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
“226 წლის წინ, ბასტილიის დაცემა ისტორიულ ეტაპად და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების წინაპირობად იქცა. ეს ის ღირებულებებია, რომელთა დამკვიდრებისკენ მივისწრაფვით ჩვენც, როგორ ევროპის განუყოფელი ნაწილი. მინდა მადლობა გადავუხადო ფრანგ ხალხს და პოლიტიკოსებს, საქართველოსთვის მეტად რთულ მომენტებში თანადგომისთვის. საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ არსებული ემბარგო უგულებელყო, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდა და პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ, თქვენთან ერთად, საერთო ევროპული მომავალი გვაქვს”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაშიავარიას ფოთში მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძის გუნდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო