ირაკლი ალასანია სოსო მაკარიძისა და ბესარიონ ღორჯოლაძის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, სოსო მაკარიძის და ბესარიონ ღორჯოლაძის გარდაცვალებისგან გამოწვეული დანაკლისი საქართველოსთვის აუნაზღაურებელია. როგორც ალასანიას განცხადებაშია ნათქვამი, ის გარდაცვლილებს პირადად იცნობდა.
“მინდა მივუსამძიმრო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. ეს კურსანტი ბიჭები მართლაც ვაჟკაცი ჯარისკაცები იყვნენ. ისინი სამხედრო აკადემიაში სასწავლო კურსს გადიოდნენ და ქვეყანას იმ უმაღლესი სამხედრო განათლებით დაუბრუნდებოდნენ, რაც ასე სჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მათი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მათ პირადად ვიცნობდი. კიდევ ერთხელ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული ბიჭების ოჯახებს”, – ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.
ნიუ-ჯერსში ავარია, რომელსაც ქართველი კურსანტები ემსხვერპლნენ, გუშინ გამთენიისას მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი – ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ.
ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მართავდა. იგი ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო ქალების მიმართ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაამერიკის საელჩო ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს