ირაკლი ალასანია: საზოგადოებრივი აქტიურობა რომ არ ყოფილიყო, ღარიბაშვილი ზურაბ გურიელიძის საბრალდებო დასკვნას წაიკითხავდა

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

“რომ არა საზოგადოებრივი აქტიურობა ღარიბაშვილი ზოოპარკის დირექტორის საბრალდებო დასკვნას წაიკითხავდა,”- ეს გაცნხადება რამდენიმე წუთის წინ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

თოქ-შოუ “არჩევანში” საუბრისას ალასანიამ განაცხადა, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა უკან დაიხია, რადგან მედიამ და საზოგადოებამ იაქტიურა.

“საზოგადოებრივი აქტიურობდა, რომ არ ყოფილიყო და მასმედიის ყურადღების ცენტრში ზოოპარკის დირექტორის შესახებ ინფორმაცია არ მოხვედრილიყო ღარიბაშვილი კი არ შეაქებდა დღეს ზურაბ გურიელიძეს, არამედ საბრალდებო დასკვნას წიკითხავდა. ეს, რომ მზადდებოდა ყველამ ვიგრძენით მთავრობის წევრების განცხადებებიდან. ეს არის სწორი, ყოველთვის სიმართლეს უნდა ვიცავდეთ. დღეს ამ აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ღარიბაშვილმა უკან დაიხია. საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ, რომ ჩატარდეს გამოძიება თუ რა ხარვეზები იყო კრიზისის მართვის პროცესში და მივიღოთ საკანონდმებლო ნორმატიული ბაზა, რომელიც მოქმედებებს გაწერს ყველა სტრუქტურისთვის თუ როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება და საზოგადოება ასეთი მოვლენების დროს,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“მთელი საქართველო მოვატყუე”-ზოოპარკის დირექტორის მეგობრის სკანდალური წერილი-
შემდეგი სტატიაპროკურატურაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კითხავენ