ირაკლი ალასანია: რუსთავი 2-ის დაცვა ნიშნავს, რომ თავისუფალ სიტყვას ვიცავთ

“რუსთავი 2-ს დაცვა, მისი დამოუკიდებლობის დაცვა დღეს ნიშნავს, რომ თავისუფალ სიტყვას ვიცავთ”-ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერიმა, ირაკლი ალასანიამ, განაცხადა.

ირაკლი ალასანიას თქმით, მისი პარტია რუსთავი 2-ს დაიცავს.

„წყენაც, ეს დამოკიდებულებაც გვერდზე გადავდე, როდსაც ივანიშვილის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი სიტყვის მიმართ ასეთი იერიში დაიწყო. ამიტომ ყველა პირადი დამოკიდებულება გვერდზე უნდა გადავდოთ. რუსთავი 2-ს დაცვა, მისი დამოუკიდებლობის დაცვა დღეს ნიშნავს, რომ თავისუფალ სიტყვას ვიცავთ, ვინმეს მოსწონს სარედაქციო პოლიტიკა თუ არა. ამიტომ ჩემი პარტია იქნება ის პარტია, რომელიც მუდმივად ამ პოზიციაზე იდგმება და რუსთავი 2-ს დაიცავს,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიუხვი ნალექის გამო ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ქობულეთის მონაკვეთზე შეჩერდება
შემდეგი სტატიასასტუმრო „რედისონთან“ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს