ირაკლი ალასანია: „რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია„გაეროში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი და საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას და მის პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მზარდი რეიტინგი აქვთ“ – წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა და მკითხველს ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს სთავაზობს.
„გასული წლის შემოდგომით თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვეს“, რომელიც მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაარსებული. სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც თბილისში უკანასკნელ მომენტებში ეჭვ ქვეშ დააყენეს მოლაპარაკება, რომელსაც ალასანია თავის უწყებასთან ერთად პარიზში თავდაცვის სფეროში აწარმოებდა.
მოვლენები მისი თანამშრომლების კორუფციაში ბრალდების გამო დაკავების ფონზე მიმდინარეობდა. ალასანიამ პოსტი დატოვა და მასთან ერთად ორმა კოლეგამაც, რომელთაც მაღალი თანამდებობები ეკავათ. 2016 წელს ის არჩევნების მოგებას და საკუთარი მთავრობის ჩამოყალიბებას აპირებს. გეგმაში, ცხადია, პრო-დასავლური სახელმწიფოა, ამასთანავე, მის პოლიტიკაში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება შედის“ – წერს გამოცემა.

alasania

 
– შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა სახის იარაღზე იყო მოლაპარაკება საქართველოს და საფრანგეთს შორის?
– ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი, უკვე კარგად გაწვრთნილი და პროფესიონალი ქართული არმიისთვის რაც შეიძლება მეტი ეფექტური იარაღის მიწოდებაა, თუმცა, ხაზს ვუსვამ, საუბარია თავდაცვის შეიარაღებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საუბარი ამ საკითხზე, როგორც კი ქვეყანას 2012-ში ჩაუდგა სათავეში. ჩვენ გავაანალიზეთ ქართული არმიის კონფლიქტში მონაწილეობა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული. დასკვნები თავდაცვის სისტემის პოტენციალის გაძლიერებაზე მეტყველებდა. ამის შემდეგ, ჩვენ ჩვენს ქვეყანა-პარტნიორებთან დავიწყეთ მოლაპარაკება. საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ჩვენთვის შესაძლებლობის ბაზარი გახსნა.
– იმის მიუხედავად, რომ რუსეთსა და მოსკოვს კარგი ურთიერთობა ქონდა, განსაკუთრებით იმ პერიოდში?
– დიახ, ამის მიუხედავად. ჩვენ ვსაუბრობდით არა შეტევაზე, არამედ, გამონაკლისის გარეშე თავდაცვის შეიარაღებაზე. კონსულტაციები საფრანგეთთან ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. საბოლოოდ, ჩვენ შევთანხმდით, რომ შესაძლებელია 3-4 წლის შემდეგ მათი დახმარებით ჩვენი საჰაერო საზღვრის ეფექტური კონტროლის სიტემის შექმნა. რამდენიმე სახის, მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავადაც. მემორანდუმი 2014 წლის 28 ოქტომბერს იქნა ხელმოწერილი. სამწუხაროდ, ჩვენი და ბიძინა ინვანიშვილის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა და გარიგება პრაქტიკულად ჩაიშალა. შესაძლებელია ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორის  გაურკვევლობა, რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის გაძლიერება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. თავდაცვის სისტემის ეფექტურობა ეს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ჩვენი არმია უკვე აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, და თუკი თავდაცვაც სტანდარტების მიხედვით იქნება, ინტერგაცია მალე მოხდება. ჩვენ მეტად კონკურენტუნარიანები ვხდებით რეგიონში ამ მიმართულებით. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მთავრობამ იმ მომენტისთვის მოსკოვიდან რაღაც სიგნალი მიიღო, რომელიც ჩვენი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებისას შეფასდა როგორც საფრთხე. თუმცაღა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ფრანგებთან ამ შეთანხმებაში არაფერი იყო ისეთი, რომელსაც მოსკოვის შეშფოთება უნდა გამოეწვია.
– თქვენი მინისტრობისას თქვენ შეგეძლოთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების საქართველოს სამხედრო ჩართულობაზე შეთანხმებისთვის მიგეღწიათ. სხვათაშორის, ნატომ გადაწყვიტა მათი რიცხვი 13 ათასამდე გაზარდოს. რას აძლევს საქართველოს მსგავს ფორმირებაში მონაწილეობა?
– თანამედროვე პირობებში კრიზისული სიტუაციებისას გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფა ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს, განსაკუთრებით ნატოს სტრუქტურების მხრიდან. ასე, რომ საქართველოს სამხედრო ძალებისთვის მსგავს ოპერაციებში მონაწილეობის მიღება შეუფასებელი გამოცდილებაა, ეს არის პროფესიული გაზრდის საშუალება. ამიტომ, სხვათაშორის, ცენტრალური აფრიკის რეგიონში ჩვენ ჩავერთვეთ ევროკავშირის ოპერაციაში. ეს ყველაფერი ჩვენ ნატოს და ევროკავშირთან გვაახლოვებს.
– საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებით რუსეთი მისი ყველაზე მთავარი საფრთხეა. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მაშინათვე არ აიღო მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ კურსი, რომელიც 2008 წელს დაინგრა. როგორ უყურებთ ახლა ამას, უკვე ოპოზიციონერის როლიდან?
– რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. არსებულ პირობებში შეხების ახალი წერტილების გამონახვაა საჭირო, ეს ახლი – ეკონომიკა და კულტურაა. ნდობის მინიმალური დონის არსებობის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე სახის სამართლებრივ პოლიტიკაზე საუბარი. თუმცა, ვფიქრობთ, უახლოეს დროში მსგავსი პროგრესი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში არ იქნება. კონცენტრირება უნდა გაუკეთდეს საქართველოს ტრანზიტულ მომხიბვლელობას, ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომ ისინი უფრო ინტენსიური გავხადოთ. ამასთანავე, რუსეთთან მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს აფხაზეთის და სამხერეთ ოსეთის დეოკუპაციაზე საუბარი.
მჯერა, რომ დროდადრო მოვახდენთ რუსეთთან ურიერთობის ნორმალიზებას,თუნდაც წლების შემდეგ. ახლა კი ჩვენი დანიშნულებაა, რომ არ განმეორდეს დაპირისპირება, განსაკუთრებით სამხედრო. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ჩნდება იმის გამო, რომ შესაძლებელია ირანის ჩართულობა მოხდეს. აი აქ, საქართველოს როგორც ტრანზიტულ მხარეს, ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ, პოტენციალი აქვს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ტრანზიტული შესაძლებლობები კორიდორისთვის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“. ამ თემასთან ახალი პლატფორმები იხსნება რუსეთთან დიალოგისთვის.
– 2000 წლის დასაწყისისთვის, როცა თქვენ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ მუშაობდით, ბევრს მუშაობდით პანკისის პრობლემებზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს აწუხებდათ, ასევე მათ კოლეგებს აშშ-ში. შესაძლებელი გახდა მდგომარეობის განმუხტვა, მაგრამ ახლა პანკისმა ისევ შეგვახსებნა თავი. პანკისის არანაკლებ 100 მოსახლე „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვის. არის მსხვერპლი მათ შორის, ანუ, საქართველოს მოქალაქეების სირიაში ბრძოლების დროს. რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, რეგიონისთვის ზოგადად?
– „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემა სრულიად დემოკრატიული სახელმწიფოების პრობლემაა. რაც შეეხება უშუალოდ პანკისს, საქართველოს მოუწევს სადაზვერვო და კონტრდაზვერვის მოქმედებების გააქტიურება რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად, ასევე მაქსიმალურად გააკონტროლოს ხეობიდან სირიაში გადასვლები, ამასთანავე ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური დეპრესიის დამარცხება. ეს, სამწუხაროდ, კარგი ნიადაგია პაკისელი ისლამური ფუნდამენტალისტებისთვის.
– შესაძლებელია თუ არა მომავალი არჩევნებისთვის ძლიერი პრორუსული ძალების გამოჩენა?
– საქართველოს სახელმწიფოს სრულად და სერიოზულ პოლიტიკურ ძალებს ქვეყანაში მოსკოვთან სიტუაციის დარეგულირება უნდათ. ჩვენ თანაბარუფლებიანი და კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვჭირდება. მაგრამ, აი, საუბარი საქართველოს ევრაზიის ეკონომიკურ ზონაში გაწევრიანებასა ან საბჭოთა ტიპის ნებისმიერ ორგანიზაციაში ყოფნაზე ვერც ერთ ძალას ვერ მოუტანს ელექტორალურ ხეირს, ასეთი მარგინალურად იქნება მიჩნეული.
– როგორი იქნება პოლიტიკაში საქართველოში კონფიგურაცია მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?
– ვფიქრობ, რომ ჩვენს პარტიას შეუძლია მოიგოს და ჩამოაყალიბოს მთავრობა, ჩვენ მასში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ სამომავლოდ, შეგვიძლია ჯანსაღადმოაზროვნე ადამიანებთან ვითანამშრომლოთ „ქართული ოცნებიდან“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე პოლტიკურ ძალებთან. რატომ მჯერა ჩვენი წარმატების? საქართველოს მოსახლეობის 40 % – მდე ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ხმა ვის მისცენ. ეს სეგმენტი ივანიშვილის და სააკაშვიის ანლეტნატივას ელოდება. საზოგადოებისთვის მიუღებელია მართვის მათეული მეთოდი. და ჩვენ ვართ ეს ალტერნატივა. აუცილებელია ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება. ხელისუფლებაში ჩვენ ყველა პროგრესული პროდასავლური ძალების გაერთიანება შეგვიძლია.
– სააკაშვილის უკრაინაში გააქტიურებულ პოლიტიკურ აქტიურობას როგორ უყურებთ? რა შეუძლია მას ამ ქვეყნისთვის გააკეთოს?
– მე მასზე მას შემდეგ შევწყვიტე ფიქრი, რაც 2012 წელს გავიმარჯვეთ. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში მისთვის და მისი მოძრაობისთვის რეაბილიტაციის საშუალება არ იქნება. ჩვენს საზოგადოებას არ დავიწყებია ის მტკივნეული რეპრესიები. ამასთანავე, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ვერავის მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყეტილება, მათ შორის სააკაშვილის მოწვევასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ მას ვქომაგობთ მთელი გულით და წარმატებებს ვუსურვებთ. მაგრამ უკრაინაში საქმის სარგებლის კოეფიციენტს მე ვერ ვხედავ. არაფერს კარგს ის იქ არ გააკეთებს, თუმცა, ეს მათი სუვერენული არჩევანია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წერილი
შემდეგი სტატიაგალუსტ სააკიანი: საქართველოს სომხეთისაგან არანაირი პასუხი არ მოუთხოვია