ირაკლი ალასანია: პრემიერმინისტრმა სახე დაკარგა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. ალასანიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სახე კიდევ ერთხელ დაკარგა. ირაკლი ალსანიამ პრეზიდენტის განცხადება კი დადებითად შეაფასა.

“პრემიერმინისტრმა მერამდენეჯერ სახე დაკარგა. ასევე ის დამოკიდებულება მიუღებელია, რაც პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც საზოგადოებას სიმშვიდისკენ, შეკრულობისკენ მოუწოდა,” – განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი ალასანია, რომელმაც ვაშინგტონში შეხვედრები გამართა, რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„აქ ყველა ძალიან ღელავს პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც ბოლო პერიოდში რუსთავი 2-სა და მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუ საქართველო უნდა იყოს წარმატებული, რაც უფრო მეტად გავაღრმავებთ დაპირისპირებას, წავართმევთ ხალხს მედიის თავისუფლებას, საქართველო დაშორდება მიზანს, რომ ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდეს,” – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისთვის
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის?!