ირაკლი ალასანია: მინდია ჯანელიძეს თუ შეხვედრის სურვილი აქვს, მზად ვარ დღესვე შევხვდე

მინდია ჯანელიძეს თუ შეხვედრის სურვილი აქვს, მზად ვარ დღესვე შევხვდე და ავუხსნა თუ რა აქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

“თუკი მას სურვილი ექნება, შემიძლია დღესვე აქედანვე წავიდე და ავუხსნა რეალურად რა აქვს გასაკეთებელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და რაში დასჭირდება მას მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. თავდაცვა ჩვენი პარტიისთვის არის პოლიტიკაზე მაღლა. ძალიან სამწუხაროა, რომ მან შეხვედრის თაობაზე განცხადება გააკეთა მხოლოდ იმიტომ რომ თავიდან აეცილებინა ღია ეთერში ჩვენი საუბარი. თუკი მას რაიმე მოსაზრება სჭირდება, მზად ვარ დღესვე წავიდე, მივიდე თავდაცვის სამინისტროში, შევხდე და ვუთხრა, თუ რა აქვს გასაკეთებელი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრს შეხვედრაზე ადრე რომ მიეღო გადაწყვეტილება, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ამდენი შეცდომა არ ექნებოდა.
“პირველივე დღესვე შევხდი სამუშაოში კაბინეტში და ვუთხარი, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ, რაშიც დაჭირდებოდა გვერდში დავდგომოდი. ადრე რომ მიეღო გადაწყვეტილება ასეთ შეხვედრაზე, დარწმუნებული ვარ, ამდენი შეცდომა არ იქნებოდა დაშვებული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მან თავიდანვე ღიად და საჯაროდ მოუწოდა შეხვედრა თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს.

banner
წინა სტატიაშიკობა ნაყოფია: რც მე და არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი არ ფლობს წილს “არ-ემ-ჯი კოპერსა” და “არ-ემ-ჯი გოლდში”
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: რა მოიპარეს გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში