“ირაკლი ალასანიას განცხადება არის უპასუხისმგებლო”-თავდაცვის ყოფილ მინისტრს მმართველი კოალიცია აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ბუდაპეშტში ევროპის სოციალისტური პარტიის მე-10 ყრილობას დაესწრება

საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნას შეიქმნას საგამოძიებო კომისია საფრანგეთში გაფორმებული სამხედრო მემორანდუმის ირგვლივ განვითრებულ მოვლენებზე.

უმრავლესობის წევრების თქმით, საკითხი ნდობის ჯგუფში იქნება განხილული და ცალკე საგანგებო კომისიის შექმნა არ არის აუცილებელი. ჯგუფის შეკრების ორგანიზაციული საკითხები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

“ბატონი ირაკლი ალასანიას განცხადება არის უპასუხისმგებლო. არ ვიცი ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა საიდუმლო საკითხებზე საჯარო საუბრები. ეს საკითხები ნდობის ჯგუფში უნდა განვიხილოთ. ორგანიზაციულ საკითხებს გავივლით დღეს,” – აცხადებს ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი.

ირაკლი ალასანიას გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოდ აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

“სამარცხვინოდ და დაუშვებლად მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სისტემებზე ასე ღიად და საჯაროდ მიმდინარობს განხილვა. ეს არის პოპულიზმი, ამ საკითხებზე იმსჯელებს ნდობის ჯგუფი,” – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე: ვერ ვხედავ სამოქმედო გეგმას, რომ ვინმე აპირებს ამ საკითხების მოგვარებას
შემდეგი სტატია“…და მერე წავალ უმისამართოდ”– გარდაცვლილი პოლიციელის ბოლო აქტივობა სოციალურ ქსელში