ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ მერიას გაცილებით მეტი ოდენობის სესხის აღების შესაძლებლობა ეძლევა, ვიდრე ადრე ჰქონდა

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, თბილისის მერიას გაცილებით მეტი სესხის აღების შესაძლებლობა ექნება, ვიდრე ადრე ჰქონდა , – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განუცხადა.
ირაკლი აბესაძემ კომენტარი გააკეთა უმრავლესობის მიერ პარლამენტში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. აბესაძის თქმით, ინიცირებული კანონპროექტით იზრდება მერიის შესაძლებობა აიღოს გაცილებით მეტი ოდენობის სესხი, ვიდრე ეს ადრე იყო დაშვებული.
“დღეს მოვისმინეთ თბილისის მერის გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა გზების დასაგებად მოუწიოს მათ სესხის აღება. ეს არის ძალიან მავნებლური გადაწყვეტილება, ეს არის მერის აღიარება, რომ მერია ვერ ახერხებს ბიუჯეტში საკმაო თანხის მობილიზებას იმისთვის, რომ საკუთარი მოვალეობები, თუნდაც გზების დაგება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, თბილისელებს შერჩებათ კვლავ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, მაგრამ სესხის აღების გამო, მათ მოუწევთ გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ასე რომ, ეს არის მავნე გადაწყვეტილება, რომელიც ნარმანიას მისცემს საშუალებას კვლავ არხეინად გააგრძელოს მუშაობა და თანხის დეფიციტის შემთხვევაში, მიმართოს ბანკებს სესხის ასაღებად”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, თბილისის მთავრობის მიერ სესხის აღების წესი, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებულად დარეგულირდება. საქმე ასაღები სესხის მაქსიმალურ მოცულობას ეხება.
“ვინაიდან თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები თბილისის მერიის წინაშე არსებული ამოცანებისა და შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბების სრულად დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს, აუცილებელია დამატებითი სახსრების მოზიდვა. კოდექსის ფორმულირების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა სესხის სახით აიღოს არაუმეტეს 60,0 მლნ ლარისა, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გადაჭრას არსებული პრობლემები”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო რიგითი გივი სიმონის ძე კირკიტაძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაშატილში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს