ირაკლი აბესაძე მერიას საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობა“ მერიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებს. საუბარია უცხოურ არხებზე ახალგაზრდული ფესტივალის რეკლამირების ხარჯებზე, რომლისთვისაც სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

საკრებულოს წევრის ირაკლი აბესაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ თანხები მიითვისა. ბრალდებებს მერიაში არ პასუხობენ.

„ხელშეკრულება საკმაოდ დაგვიანებით, ათი დღით ადრე გაფორმდა ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან, ღირებულებით მილიონ-ნახევარი ამერიკული დოლარი. შემდეგ 2 სექტემბერს დადასტურდა, რომე ეს ხელშეკრულება შესრულდა სრულად, თუმცა, 15 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ დამატებით, დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო უცხოურ არხებზე ფესტივალის რეკლამირებისთვის, რომელსაც არანაირი შედეგი ვიზიტორების და ტურისტების გაზრდის თვალსაზრისით არ ჰქონდა, ვინაიდან ის დაგვიანებული იყო. აბსურდია ვიფიქროთ, რომ ორი კვირით ადრე მათ არ იცოდნენ რეკლამირების ზუსტი ბიუჯეტი. როგორც ჩანს, შუამავალი უცხოური კომპანიების მეშვეობით ადვილია საბიუჯეტო სახსრების მითვისება”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიპეტრე პოროშენკო: სააკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დასაკავებლად მისი თანხმობაა საჭირო
შემდეგი სტატია,,ის, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არის პარლამენტარიზმის ხარისხის მაჩვენებლი და არა უფლებების სფერო”