ინციდენტი ზუგდიდში

სოფელ ურთაში ზუგდიდის საკრებულოს წევრის გოგა ღადუას ნათესავი ლევან დანელია დაჭრეს. სოფელ ერგეტაში მცხოვრები ზ.ჯოლოხავა დანაშაულს აღიარებს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, დანელიას რამდენიმე თვის წინ ავტოავარია მოუვიდა, რის შედეგადაც ჯოლოხავას ოჯახის წევრი დაშავდა, რომელიც გარდაიცვალა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა შურისძიება ჯოლოხავამ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავე დაკავებულია, დაჭრილი ლევან დანელია კი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯამრთელობის მდგომარეაბა სტაბილურად მძიმეა. ასევე დასრულდა ავტოვაარიიის ტექნიკური ექსპერტიზაც და სასამართლო სულ მალე იმსჯელებს დანელიას საქმეზეც.

banner
წინა სტატიაში“რეფორმატორების” სკანდალური ვიდეო და პოლიტიკური დევნა
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე: პარლამენტმა უნდა დაადასტუროს მინისტრების ნდობის საკითხი