ინციდენტი ზუგდიდში… ტელეკომპანიის ოფისთან

“თაიმერისთვის” ცნობილი გახდა ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შესახებ.
რამდენიმე საათის წინ, ზუგდიდში გამსახურდიას გამზირზე, ტელეკომპანია “ოდიშის,, შენობასთან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “ოდიშის” დაცვის თანამშრომელს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ სამმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფა მოქალქემ დაცვის თანამშრომელს სიგარეტი მოსთხოვეს… უარის მიღების შემდე მას ჯერ სიტყვიერი შემდეგ ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. საავადმყოფოში გადაყვანილ დაცვის თანამშრომელს, მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს. პოლიციამ ამ დროისათვის მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც გადაყვანილია ზუგდიდი პოლიციის სამმართველოში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ყველა სამართალდამცავი სტუქტურა.

banner
წინა სტატიაში13–14 ივნისის ტრაგედიამ გამოაფხიზლა და შეაკავშირა ქართველი ხალხი
შემდეგი სტატიაწალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აქციას უერთდება