„ინფრქციების გავრცელების ძირითადი რისკები უკვე გავლილია, თუ რაღაც უნდა მომხდარიყო, აქამდე მოხდებოდა“

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სტიქიის შემდეგ შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა მინიმალური ზარალით მოხდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვითი უწყება სტიქიის ზონაში იმ საერთაშორისო პროტოკოლებით ხელმძღვანელობდა, რაც ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია.

„ნებისმიერი წყალდიდობა, აპრიორში, წინასწარვე მოიაზრებს იმ რისკებს, რომ ეს წყალი დაბინძურდება, მათ შორის ჩამდინარი და კანალიზაციის წყლებით. ჩვენი მოქმედება, სანამ არ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა თუ არა, დაფუძნებული იყო სწორედ ამ გეგმაზე. ამ დროს ინფექციების – C ჰეპატიტის, ტეტანუსის, კანის დაავადებების რისკი მაღალია. საბედნიეროდ, ეს შემთხვევები არ გვქონია. ძირითადი რისკები, ინკუბაციური პერიოდები უკვე გავლილია. თუ რაღაც უნდა მომხდარიყო, აქამდე მოხდებოდა და ახლა თეორიული რისკებია დარჩენილი. მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მართლაც მინიმალური ზარალით გამოვედით ამ მართლაც მძიმე სიტუაციიდან“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ის ეთერში გადაცემა “2030”-ზე ჩართვისას.

banner
წინა სტატიაშიუჩვეულო კონტარაბანდა ჩინეთში
შემდეგი სტატიადეპუტატები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას