ინფლაციური მოლოდინი ძალიან მაღალია

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5,5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე ასწია. ეს კომერციული ბანკების კრედიტების გაძვირებას ნიშნავს. სხვა გამოსავალი არც იყო. ეროვნული ბანკი იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც მას გააჩნია, რომ არ მოხდეს ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა. მთავრობას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არცერთი თეთრით არ შეუმცირებია ბიუჯეტი, როცა ხედავს, რომ ლარზე ზეწოლა გრძელდება და ფასებიც დაგეგმილზე მეტი ოდენობით იზრდება. კომერციულმა ბანკებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები დეპოზიტების დოლარიზაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად. მათ უნდა გაზარდონ ლარებში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი. იგი სულ მცირე, ორჯერ მეტი უნდა იყოს დოლარებში მოზიდულზე. ეს რა თქმა უნდა, გაზრდის მათ საპროცენტო ხარჯებს და შეუმცირებს შემოსავლებს, მაგრამ ეს ნაკლები დანაკარგია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებას მოჰყვეს.“ინფლაციური მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია”, – ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გადაცემა “არჩევანში” საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით ინფლაციის მაჩვენებელი 5% ცოტა მეტია.

„სამწუხაროდ, ჩვენი სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი არის იმპორტზე დამოკიდებული და ეს აისახება ფასებზე. აღსანიშნავია, რომ დადებითად მოქმედი ტენდენციებიც არსებობს. მაგალითად, რეკორდულად დაბალი ფასი ნავთობზე, ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ხორბალი, შაქარი, ზეთი, ფასები შემცირებულია, რაც ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებს.

“ჯამურად, სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ზე ცოტა მეტია. ინფლაციური მოლოდინი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მონეტარული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც პასუხობს ამ ამოცანას,“ – აცხადებს გიორგი ქადაგიძე. მისივე თქმით თუ კიდევ გაგრძელდა ზეწოლა ლარზე, ეროვნული ბანკი უფრო აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას განახორციელებს. მეორე მხრივ, მთავრობა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მესამე, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვჭირდება სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულება, რომელიც არის მწვანე შუქი ინვესტორებისთვის,” – აცხადებს გიორგი ქადაგიძემ.

1422292000_qada

გიორგი ქადაგიძემ გადაცემაში ის პროცესები განმარტა, რაც ბოლო ერთი წელია, მიმდინარეობს და რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია.

„გაუფასურების პროცესში რეზერვების გამოტანა იქნებოდა მცდარი გადაწყვეტილება, რადგან შეუძლებელია, სავალუტო შემოდინებები დააკომპენსირო სავალუტო რეზერვით. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე გაცილებით დიდმა ქვეყნებმა. დღეს საუბარი იმაზე  მიდის, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება და გაჩერდა თუ არა პროცესი. დღევანდელ პირობებში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლარმა იპოვნა თავისი ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით,“ – განაცხადა  გიორგი ქადაგიძე.

banner
წინა სტატიაშიდღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი
შემდეგი სტატიაშესაძლებელია საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს