ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

აშშ-მ სააკაშვილს ოდესაში დახმარების გაწევა აღუთქვაადვოკატ ოთო კახიძის ინფორმაციით, ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლს 2014 წლის აგვისტოში მიმართა და ყოველი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ დამატებით მასალებს აგზავნიდა.

“ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა!

დადასტურებული ინფორმაციით, ინტერპოლმა გააგზავნა შეტყობინება წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს.

განადგურებას ექვემდებარება ყველა ფაილი, რომელიც ივანიშვილის პროკურატურამ გაუშვა ინტერპოლში.

ყველას, ვისაც ეს ამბავი გაეხარდა, ვულოცავ ამ გამარჯვებას!

მთავარი გამარჯვებები კი წინ არის!” -წერს კახიძე.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლმა დავით კეზერაშვილზე ძებნა შეწყვიტა
შემდეგი სტატიარამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა