“ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღება არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანის მიმართ კითხვები არ არსებობს”

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

ინტეპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღება არ ნიშნავს რომ ამ ადამიანის მიმართ კითხვები არ არსებობს ან შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია პროკურატურას, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მე შეიძლება არ ვარ ისეთი კომპეტენტური ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ალბათ, შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაუსვათ შეკითხვა, თუმცა ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღება არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანის მიმართ კითხვები არ არსებობს ან შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია პროკურატურას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 2010-15 წლებში პროკურატურის სტატისტიკას მოიცავდა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით IDFI-ის კომპეტენტურობაზე ცოტა გაუჭირდება საუბარი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილს ლატვიელმა კოლეგამ ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიაჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს