ინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენ

ინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენ

saberdznetiiiსაიტზე IndieGoGo საბერძნეთის დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყო. ინიციატივის ავტორია ბრიტანელი ტომ ფინი. სამი დღის მანძილზე გვერდზე დაახლოებით 232 721 ფუნტი სტერლინგი შეგროვდა.
“კრაუდფონდინგს ნამდვილად შეუძლია დახმარება. უბრალოდ, უნდა გაკეთდეს. მომბეზრდა ვუყურო, როგორ გრძელდება ბერძნული კრიზისის ციკლი პოლიტიკოსების ხელში. ეს ჩვეულებრივი ადამაინების ცხოვრებაზე ძალიან მოქმედებს” – ასეთ კომენტარს უკეთებს 29 წლის ბრიტანელი საკუთარ ინიციატივას.
კამპანია კვირას დაიწყო და მისი მიზანია 7 ივნისამდე 1,6 მილიარდი ევროს შეგროვება. მინიმალური შემოწირულობა 3 ევროა. ფინი ყველას საჩუქრად ღია ბარათს პირდება, რომელიც საბერძნეთის პრემიერის მიერ იქნება ხელმოწერილი. 6 ევროს შემოწირულობისთვის მომხმარებელს სახლში მიტანილ ბერძნულ სალათს პირდებიან, 25 ევროსთვის – ერთ ბოთლ ბერძნულ ღვინოს. არის თუ არა ინიციატივა ციპარისთან შეთანხმებული, არ კონკრეტდება.
საბერძნეთში 5 ივნისს დანიშნულია რეფერენდუმი, სადაც ბერძნები გადაწყვეტენ მიიღებენ თუ არა კრედიტორების პირობებს, რომ მათ სანაცვლოდ დახმარება მიიღონ.
ციპარისმა მოსახლეობას მოუწოდა უარი თქვან ევროპელი ლიდერების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთი და აშშ ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ კონსულტაციებს იწყებენ
შემდეგი სტატია11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებულს თანასოფლელებმა სახლი დაუწვეს