ინტერნეტით სუპერთასის ბილეტების გაყიდვა შეწყდა

ინტერნეტის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დასრულებულია. მატჩზე დასასწრები 22 ათასი ბილეთი კი სალაროებში გაიყიდება. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები UEFA-სთან კონსულტაციებს გადიან თუ რა ფორმით და როდიდან უნდა დაიწყოს ბილეთების გაყიდვა. ცნობილია მხოლოდ ის, მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში ბილეთების გაყიდვა მომდევნო კვირიდან დაიწყება.

biletebi.ge-მ კი 2 დღის განმავლობაში როგორც ქართველი ასევე უცხოელი ფეხბურთის მოყარულებისთვის 4 000-ზე მეტი ბილეთის მიყიდვა შეძლო.

banner
წინა სტატიაშიბერძნების უმრავლესობა კრედიტორების მოთხოვნილ რეფორმებს ეთანხმება
შემდეგი სტატიაეროვნული გამოცდებიდან კიდევ ერთი აბიტურიენტი მოხსნეს