ინდოეთში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა

1374886946931451390ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა. “ბიბისის” ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ტელენგანისა და ანდჰრა-პრადეშის შტატებში. მთავრობა მოსახლეობას დიდი რაოდენობით წყლის მიღებისა და ჩრდილში ყოფნისკენ მოუწოდებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება.
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2010 წლის მონაცემებს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშიუცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს მათთვის
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობიდან კოლეგებთან ერთად წასვლის მიზეზებს ასახელებს