ინდოეთში ტაჯ-მაჰალიდან ჭაღის ჩამოვარდნას იძიებენ

ინდოეთში ტაჯ-მაჰალიდან ჭაღის ჩამოვარდნას იძიებენინდეთში 60 კილოგრამიანი ჭაღის ჩამოვარდნის დეტალებს იძიებენ, რომელიც ტაჯ-მაჰალის ცენტრალურ შესასვლელში ეკიდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჭაღი, რომელიც 2 მეტრის სიმაღლეზე ეკიდა მაშინ ჩამოვარდა, როცა მას დამლაგებელი ასუფთავებდა.
ახლოს ტურისტები იდგნენ, მაგრამ, არავინ დაშავებულა.
ინდოეთის არქეოლოგიური მართვის სამსახურის ვერსიით, ჭაღი შესაძლებელია სამაგრების გაცვეთის გამო ჩამოვარდა.

“ეს ძალიან ლამაზი და თანამედროვე ჭაღი იყო. პირადად მე ვატარებ გამოძიებას” – განაცხადა მართვის საბჭოს მთავარმა არქეოლოგმა ვიკტამ სინხმა.
ჭაღი ინდოეთს 1905 წელს ბრიტანეთის ვიცე-მეფემ ჯორჯ ნათაანიელ კერზონომ აჩუქა.

banner
წინა სტატიაშირუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფინანსურ დირექტორსა და მის მეგობრებს ესროლეს
შემდეგი სტატიავიდეო–ქალაქ ხუანში მდებარე ქიმიური ქარხნა აფეთქდა