ინგა გრიგოლიას პასუხი გია ვოლსკს

ლამბერსექსუალური იმიჯი

„გია ვოლსკიმ საჩივარი შეიტანოს, თუ უნდა ათი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, გულწრფელად მეცინება“, – ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ლიბერალთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებას აფასებს, სადაც პოლიტიკოსი მას კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მცდელობაში სდებს ბრალს.

ლამბერსექსუალური იმიჯი

„რა თანამდებობა აქვს გიას, აღარც მახსოვს, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რომ ასეთ განცხადებას აკეთებს, ამას არასერიოზულად ვიღებ. არ მჯერა, რომ ხელისუფლება იმითია დაკავებული, ქარტიაში ჩემს წინააღმდეგ საჩივარი შეჰქონდეს, თან რაზე. მე მაინც მგონია, რომ ეს არის გოგი თოფაძის ვარიანტი – კოალიცია რომ ამბობს დასავლეთისკენ ვართო და თოფაძე – ევრაზიული კავშირისკენო. ჯერ თქვან, არის თუ არა ეს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია და მერე, შეიძლება, რაღაცა ვუპასუხო“, – ამბობს გრიგოლია.

„მე რაც ჩავთვალე და რაც ითქვა, ის გავიდა გადაცემაში გასულ პარასკევს, მერე როგორც განვითარდა მოვლენები და ეს დამაგვირგვინებელი განცხადება, მე მგონია, სხვა რამეზე უნდა მიგანიშნებდეთ. კარგად თუ გადახედავთ ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს მედიასთან მიმართებაში, ცოტა უფრო საგანგაშო თემა იქნებოდა, ეს რომ სრულიად „ქართული ოცნების“ განცხადება იყოს, მაგრამ გია ვოლსკის უყვარს ხოლმე ხუმრობა და ჩავთვლი, რომ ხუმრობს“, – უთხრა „ლიბერალს“ ინგა გრიგოლიამ.

banner
წინა სტატიაში„მართლა არ ვიცი, რაზეა საუბა“ – ზვიად კვაჭანტირაძე თავდაცვის მინისტრის პარლამენტში დაბარებაზე
შემდეგი სტატიავიცეპრემიერი ჯანელიძის პარლამენტში მისვლას აუცილებლად არ მიჩნევს