„იმის მიხედვით, რა თანხაზე იქნება საუბარი, გადახდის სხვადასხვა ალტერნატივა შეიძლება შევთავაზოთ“

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მისი უწყება გამოძიების დასრულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს.

ამის შესახებ ხადურმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ბიუჯეტში დღესაც დევს ფული.

„ქონების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია. ეკონომიკის სამინისტროს შეწყვეტილი ქონდა იმ ქონების პრივატიზაცია, რომელიც ჩამორთმეული იყო და რაზეც დავა მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტში დღესაც დევს ფული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში. თავისთავად ცხადია, იმის და მიხედვით, რა თანხაზე იქნება საუბარი, დაზარალებულს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივა შეიძლება შევთავაზოთ“, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაში”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ნარმანიას თბილისის მთავრობის დათხოვნას ურჩევენ.
შემდეგი სტატიაივანიშვილმა საგანელიძეს დაშვებული შეცდომებისთვის შენიშვნა მისცა