“იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ჩემი ბოლო სტუმრობა რუსთავი 2-ში”

პირი,რომელმაც ალექსი ახვლედიანს გვარამიასთვის პრემიერის დანაბარები გადასცა -ზვიად ჯანყარაშვილია. წყარო : ალექსი ახვლედიანი მეგობრების წრეში.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. გომელაურის შემცვევლი პრემიერს ჯერ არ დაუსახელებია. "ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით შს მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება, რომელთაგან ერთს პრემიერი უახლოეს დღეებში დაასახელებს. "შს მინისტრის პოსტი ნამდვილად საჯილადო ქვა გახდა, როგორც კოალიციის შიგნით ისე კოალიციის გარეთ, პირველი ის, რომ რესპუბლიკელებს ამ პოსტზე ჰყავთ თავიანთი კანდიდატურა და ეს გახლავთ გიგლა აგულაშვილი, ისინი შეეცდებიან, რომ ეს კანდიდატურა გაიყვანონ, კოალიციის პოზიცია თავად ჩემთვის უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ კარგი პოზიციები აქვს მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს სოსო გოგაშვილს, რომელსაც პრემიერის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ძალიან კეთილგანწყობილად უყურებს. ჩემი ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ ის დაინიშნება ამ დღეებში, რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, ნინო ბურჯანაძე, როცა მოსკოვიდან დაბრუნდა თქვა, რომ მას აქვს უსტარი და ის ელოდება შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ამ პოსზტე, მას შემდეგ რაც მინდია ჯანელიძის თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის გამო დაკარგეს სამინისტროზე კონტროლი ცდილობენ, რომ შს მინისტრის პოსტზე, მათთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანონ. ვეჭვობ, რომ ეს არის ის დანაბარები, რომელის ნინო ბურჯანაძემ უნდა გადასცეს ირაკლი ღარიბაშვილს მოსკოვიდან. ამ ეტაპზე, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები, იმიტომ, რომ კოალიციის შიგნით, ეს საკითხი არ თანხმდება და არც რესპუბლიკელები აპირებენ პოზიციების დათმობას და არც ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით. გიორგი მღებრიშვილს, სასჯელაღსრულების მინისტრს, როგორც ვიცი მფარველობს ირაკლი ღარიბაშვილი და როგორც ვიცი, მას უნდა რომ ამ პოსტზე გაიყვანოს სწორედ მღებრიშვილი, რაკი ორ კვირაზე მეტ ხანს გაჭიანურდა ეს დავიდარება. ჩემი ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება სოსო გოგაშვილი ოფიციალურად, ეს მოხდება ამ დღეებში და ამის შემდეგ უკვე შემოდგომამდე ალბათ გაარკვევენ ვისი პოზიციები უფრო მყარია კოალიციაში, რესპუბლიკელების, რუსების თუ ბიძინა ივანიშილის",-განაცხადა ელისო კილაძემ.გაზეთ ,,ქონიკა +”ს ხელმძღვანელი ელოსო კილაძე რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ თოქ-შოუ ,,არჩევანში”  და რუსთავი 2-ზე დღევანდელი ეთერი მისი ბოლო სტუმრობა არა არის.

“იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ჩემი ბოლო სტუმრობა რუსთავი 2-ში და მოსამართლე ურთმელიძე ვერ გაბედავს იმ დაკვეთის შესრულას, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ წინა კვირაში ვსაუბრობდით,”- აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაში,,ახლაც მოგიგებთ არჩევნებს, არავის არ სჭირდება თქვენი რუსთავი 2″
შემდეგი სტატიასააკაშვილი ოდესაში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს… მისი ფავორიტი კი დამარცხდა…