ილია მეორე: ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას – ინტელექტუალურ შრომას, გონებრივ შრომას, ფიზიკურ შრომას

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

თუ გიყვარს შრომა, მიიღებ დიდ შემოსავალს და დიდ მადლს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა შრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანი შრომას გადაეჩვია.

“ადამიანმა ამ ცხოვრებაში თავისი ადგილი უნდა იპოვოს. ძალიან ხშირად გვესმის: საქმე არ მაქვს, სამსახური არ მაქვს, სინამდვილეში არ არის შეჩვეული შრომას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გააკეთოს. ჩვენ გადავეჩვიეთ შრომას – ინტელექტუალურ შრომას, გონებრივ შრომას, ფიზიკურ შრომას. გვინდა ყველაფერი შრომის გარეშე მოვიდეს. ეს არ არის სწორი. წმინდა მამები ყოველთვის ფიქრობდნენ, როგორ ეცხოვრათ. მაგალითად, წმინდა მამები უდაბნოში მიდიოდნენ და იქაც კი ფიქრობდნენ, როგორ ეცხოვრათ”, – მიმართა მრევლს ილია მეორემ.

ამასთან, პატრიარქი ამბობს, რომ ადამიანებმა შრომა ლოცვით უნდა დაიწყონ.

“ანტონი დიდი უფალს ეკითხება: რა ვაკეთოო. მას ეთქვა – ილოცე და იშრომეო. ის კი არ ეთქვა, იშრომე და ილოცეო, არამედ ილოცე და იშრომეო. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ შრომა ლოცვით დავიწყოთ. ჯერ უნდა ვილოცოთ, უფალს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა და შემდეგ შრომა, რომელსაც შენ გასწევ, იქნება დალოცვილი და კურთხეული”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლს ასევე მიმართა, რომ საკუთარი საქმიანობისას არასდროს დაკარგონ იმედი, რადგან იმედის დაკარგვა ღვთის წინაშე დიდი ცოდვაა.

banner
წინა სტატიაში26 მაისს გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაკოკაინის ზემოქმედებაში მყოფმა სუბლატმა შშმ პირს უყვირა და კინაღამ სცემა–ფეიკი