ილია მეორე: საქართველო აირჩია ღმერთმა,საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა

საქართველო აირჩია ღმერთმა და განამტკიცა მართლმადიდებლობა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა . მან მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა. მისივე თქმით, მართლმადიდებლობის ზეიმი არის ჭეშმარიტების ზეიმი.
“ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის ძალით გავრცელდეს მართლმადიდებლობა მთელ მსოფლიოში. მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. საქართველო აირჩია ღმერთმა, საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლის და ამ ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა. ეს არის ზეიმი, რომელიც დადგინდა ხატის თაყვანისცემის აღიარების შემდეგ. ჯერ კიდევ VII-VIII საუკუნეში იყო დიდი ბრძოლა ხატის წინააღმდეგ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ხატი არის კერპი და ამიტომ წინააღმდეგი იყო ხატების, თუმცა მერე დადგინდა თაყვანისცემა. მრავალი ხატია სასწაულმოქმედი. ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოში მრავალ ხატს სდის მირონი. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სარწმუნოების განმტკიცებისთვის”, – განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსნებეთ, რომ დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები საომარი რეჟიმისთვის ემზადებიან ნორვეგიამ ბალტიის ქვეყნებთან დაიწყო მოლაპარაკებები, შვედეთმა და ფინეთმა კი ნატოსთან
შემდეგი სტატიამოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში იწყება (ფოტოები)