“ივანიშვილმა ნარმანიას შეუთვალა საქმე აკეთე, თორემ შენი უმოქმედობა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე წინ ცუდად დაგვხვდებაო”

საზოგადოებამ ხელისუფლების არჩევის უფლება დაიბრუნა

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ახლო გარემოცვაში, დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მუშაობა კიდევ ერთხელ გაუკრიტიკებია.

ამ საკითხზე გაზეთი ,,კვირის ქრონიკა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

,,ივანიშვილი კვლავ დიდ საგონებელშია ჩავარდნილი დავით ნარმანიასთან დაკავშირებით. ივანიშვილს ახლა შეზღუდული კომუნიკაცია აქვს ნარმანიასთან და ძირითადად, შუამავლობის მეშვეობით ეკონტაქტება. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნარმანია მერიის სტრუქტურების უმოქმედობას თავის მოადგილეებსა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს აბრალებს. წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილი თავს იმშვიდებს, იმედი აქვს, ნარმანია გარემოცვას შეცვლის და მერე უკვე ეფექტურად იმუშავებსო. ნარმანიასთვის კიდეც შეუთვლია, ეგ უსაქმურები მოიშორე და ისეთი ხალხი მოძებნე, ვინც საქმეს გაგიკეთებს. მალე საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდება და შენი უმოქმედობა ამ არჩევნებზე ,,ქართულ ოცნებას“ წინ ცუდად დახვდებაო“, – აღნიშნავს გაზეთი.

წყაროს ცნობითვე, ნარმანია მერიაში ატესტაციის დასრულებას ელოდება, ამის მერე კი უწყებაში დიდი წმენდა დაიწყება.

,,მერიის არაერთ მაღალი თანამდებობის პირს მოუწევს პარტიის დატოვება, უპირველესად კი, ვიცე-მერებს, საქალაქო სამსახურების უფროსებსა და მათ მოადგილეებს“,- აცხადებს წყარო.

 

წყარო: “კვირის ქრონიკა”

banner
წინა სტატიაშისად იმყოფებოდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დროს სოსანაშვილი?- ნათესავები და ოჯახის წევრები ახლა დეტალებს ყვებიან
შემდეგი სტატიაუკრაინის პარლამენტი ამერიკას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართავს