“ივანიშვილმა და მისმა ხროვამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხებზე დაიკიდეს,”- ეს განცხადება თავისუფალი ზონის ხელმძღვანელმა კობა ხაბაზმა რამდენიმე წუთის წინ სასჯელაღსრულების სამინისტროსტან გააკეთა სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია დაიწყება.
აქციაზე ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი ზონის წარმომადგენლები გიგი უგულავას დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
“ივანიშვილს და მის ხროვას ფეხებზე კიდიათ საქართველო, ქართველი ხალხი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაიკიდეს ფეხებზე, არ აღასრულეს გადაწყვეტილება არ გაათავისუფლეს დაუყონებლივ გიგი უგულავა. საქართველოს ჰყავს უნამუსო ხელისუფლება,” – განაცხადა კობა ხაბაზმა.