ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დანერგილია „ქურდული“ პრინციპი-“ჩემს კაცს შენ ვერ შეეხები”

ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დანერგილია „ქურდული“ პრინციპი-'ჩემს კაცს შენ ვერ შეეხები

murman_dumbadzeსამთავრობო მანქანით თურქეთიდან აჭარის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შემოტანის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილს მურმან დუმბაძემ უამბო. ვიცე-სპიკერი დუმბაძე “პოსტსკრიპტუმთან” საუბრის დროს აცხადებს, რომ კონკრეტული დღე ახსოვს, როცა ივანიშვილს შეხვდა და სკანდალური ინფორმაცია სხვა მნიშვნელოვან ამბებთან ერთად გააცნო, მაგრამ ამისთვის, როგორც რავად ამბობს  დაისაჯა.

მურმან დუმბაძის თქმით, სწორედ იმის გამო, რომ პოლიტსაბჭოს დახურულ სხდომაზე ეს ამბავი გაახმაურა, პარტიის პირველივე ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში არ შეიყვანეს.

„ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დანერგილია „ქურდული“ პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმეს ამხელ თუნდაც დახურულ სხდომაზე, ეს აღიქმება „მათ კაცზე“ შეტევად. ანუ, მოქმედებს ე.წ. ქურდული პრინციპი: „ჩემს კაცს ვერ შეეხები“.

“17 ნოემბერი იყო შაბათი დღე. მე ბიძინა ივანიშვილს ვხვდები, უნდა გადავცე ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთ პუნქტში მიწერია, რომ აჭარაში შემოვიდა ნარკოტიკები სამთავრობო მანქანით, რომელიც ჭეიშვილს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ ხდება ის რაც ხდება,”– აცხადებს მურმან დუმბაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანას “ქუჩური მენტალიტეტით” მართავენ.ეს პრინციპი კი ასეთია-ჩემს კაცს შენ ვერ შეეხები,”- აცხადებს მურმან დუმბაძე.

ბრალდებების ადრესატი ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, ამბობს, რომ სახელმწიფო მანქანამ, რომელიც მას ემსახურება, 2013 წლის მითითებულ მონაკვეთში მართლაც გადაკვეთა საზღვარი სარფთან, მაგრამ ეს მის საქმიანობას უკავშირდებოდა და არა ნარკოტიკებს. კერძოდ, ჭეიშვილის თქმით, მან თურქეთში კერძო ინვესტორები გადააცილა, ხოლო მურმან დუმბაძე “ქალს ამოფარებული საუბრობს”.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკები და სამთავრობო სკანდალი აჭარაში
შემდეგი სტატიასირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა