ივანიშვილი თუ მოისურვებს, მარგველაშვილს რეზიდენციაში შუქს გამოურთავს

gogorishvili“ივანიშვილი თუ მოისურვებს, მარგველაშვილს რეზიდენციაში შუქს გამოურთავს,” – ეს განცხადება თოქშოუ არჩევანში ხათუნა გოგორიშვილმა გააკეთა.ის ფიქრობს, რომ, თუ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციას არ დატოვებს, მას პრობლემებს შეუქმნიან. თუმცა, თავად დეპუტატი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა რეზიდენცია არ უნდა დატოვოს.

“მათ არ შეუძლიათ, გაათავისუფლონ პრეზიდენტი თანამდებობიდან, ამიტომ უქმნიან პრობლემებს. ზევსი ივანიშვილი გაგზავნის ხალხს რეზიდენციასთან კარვებით, მარგველაშვილს გამოურთავენ შუქს და ეს პრობლემა რეზიდენციაში ზაფხულშიც იყო. ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. არაფერი არ არის გამორიცხული ამ მთავრობისგან,” – განცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ მთავრობა უნიათო და არაადეკვატურია და პრემიერმინისტრი სამთავრობო გუნდთან ერთად ყოფილი პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებებს სრულად იზიარებს.

“ივანიშვილი მთავრობას და პრემიერმინისტრს ძაფებით თავის კაპრიზებზე ათამაშებს. ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ თავისი სურვილებია. როგორც ჩანს, მარგველაშვილი არ აღმოჩნდა სრულად ამ თოკზე კარგად გამობმული და ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია. ამიტომ პრეზიდენტს პრობლემებს უქმნიან,” – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ხათუნა გოგორიშვილი არ გამორიცხავს ხელისუფლებამ ივანიშვილის მითითებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. “კობახიძემ რაც ილაპარაკა, აბსოლუტურად გამორიცხულია. მთავრობას არ შეუძლია, გააკეთოს ის, რაც თქვა კობახიძემ. ერთადერთი შეიძლება გაბრაზდნენ და დაიწყონ იმპიჩმენტის პროცედურა და საკონსტუტიციო ან უზენაეს სასამართლოსკენ წავიდნენ. არ ვიცი, ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება წარმოდგენა, რანაირი სამართლებრივი სტატუსი შეიძლება დაედოს საფუძვლად ამ პროცესს. თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ. არ ვიცი, რა სცენარით იმუშავებენ,” – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირას ურჩევს ყოფილ პრემიერს ალექსი პეტრიაშვილი
შემდეგი სტატიააშშ კოსოვოს მოუწოდებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ფაქტები გამოიძიოს